top of page

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

შპს „ჯი-თი მოტორს“ არის Suzuki-ის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

საიდენტიფიკაციო ნომერი: 206276340

მისამართი: ქ. თბილისი, აღამაშენებლის ხეივანი N155

ვებგვერდზე ხელმისაწვდომი სერვისებით სარგებლობისას შეიძლება მოგეთხოვოთ პერსონალური მონაცემების მიწოდება. ამ ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილილი მოთხოვნების დაცვით.

ვებსაიტებზე თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები გამოიყენება თქვენი მოთხოვნების დასამუშავებლად. თქვენი მონაცემების დამუშავება და გამოყენება კონსულტაციის, სარეკლამო და ბაზრის კვლევის მიზნებისთვის ხდება მხოლოდ თქვენი მკაფიო თანხმობით.

დოკუმენტის ადრესატი

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი გამიზნულია:

- შპს „ჯი-თი მოტორსის“ მომხმარებლებისათვის (მათ შორის, ვიზიტორი, რეგისტრირებული, პოტენციური ან/და არსებული  მომხმარებელი);

- ნებისმიერი პირისთვის, ვინც გვიკავშირდება და გამოხატავს ინტერესს ჩვენ პროდუქტებსა და მომსახურებაზე.

მონაცემების დამუშავების მიზნები და საფუძვლები

შპს „ჯი-თი მოტორს“ საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა სათანადო სამართლებრივი აქტებით.

შპს „ჯი-თი მოტორს“ ვებგვერდის მეშვეობით, ვებგვერდის მომხმარებლის მონაცემებს ამუშავებს შემდეგი მიზნებით:

  • მომხმარებლისთვის ხარისხიანი, მაღალკვალიფიციური მომსახურების მიწოდება;

  • სერვისების, გაუმჯობესებების შეთავაზება;

  • მომხმარებლის კმაყოფილების შეფასება; 

  • სიახლეების გაზიარება;

  • პირდაპირი მარკეტინგის განხორციელება

ვებგვერდის მეშვეობით მიღებული მონაცემები შპს „ჯი-თი მოტორსის“  მიერ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სტატისტიკური ან/და ანალიტიკური მიზნებისთვის.

ვებგვერდის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები

ვებგვერდის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები თავად ვებგვერდის მომხმარებლების მიერაა მოწოდებული. ვებგვერდის მეშვეობით გროვდება შემდეგი მონაცემები:

ტესტ დრაივის დაჯავშნისას - ვებგვერდის მომხმარებლის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ვებ.გვერდზე რეგისტრაციისას - 

ვებგვერდის მეშვეობით დამატებითი მონაცემების დამუშავება

შპს „ჯი-თი მოტორსის“  ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, შესაძლო ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენის მიზნით, რაც აუცილებელია, მათ შორის, შპს „ჯი-თი მოტორსის“ საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებისთვის - ვებგვერდის მეშვეობით ხდება დამატებითი მონაცემების შეგროვება.

შპს „ჯი-თი მოტორსის“  სერვერზე ფიქსირდება ვებგვერდზე მომხმარებლის შესვლის თარიღი, საათი და მეთოდი, ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, რეფერალი და ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი სხვა მონაცემები.

 

მზა ჩანაწერები (Cookies)

ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით სარგებლობისას შპს „ჯი-თი მოტორს“  აგროვებს ე.წ. მზა ჩანაწერებს მომხმარებლის/ვიზიტორის შესახებ. მზა ჩანაწერები (cookies) გამოიყენება ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით სარგებლობისას გამოცდილების პერსონალიზირების, გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კერძოდ, ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ-გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნებით.

 

მზა ჩანაწერების მეშვეობით დგინდება ოპერაციული სისტემის ვერსია, მოწყობილობის მოდელი და მოწყობილობის სხვა უნიკალურ იდენტიფიკატორები, ვებ-გვერდებზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, გახსნილი გვერდების შესახებ ინფორმაცია, ონლაინ ნავიგაციის ისტორია, ბრაუზერის შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ვებგვერდზე განხორციელდა, რა გეოლოკაციიდან განახორციელდა წვდომა.

მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა

შპს „ჯი-თი მოტორსის“  მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია კონფიდენციალურია. შპს „ჯი-თი მოტორსი“   მისი ვებგვერდის მომხმარებლის მონაცემებს მესამე პირებს არ გადასცემს, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

მონაცემები მუშავდება მხოლოდ შპს „ჯი-თი მოტორსის“  მიერ განსაზღვრული მიზნებისათვის, კანონით განსაზღვრული პრინციპების და დადგენილი წესების დაცვით. შპს „ჯი-თი მოტორსი“   მონაცემებს ამუშავებს დამოუკიდებლად და მიმდინარე ეტაპზე ამ პროცესში არ იყენებს სხვა უფლებამოსილი (მესამე) პირ(ებ)ის მომსახურებას, თუმცა, შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, შპს „ჯი-თი მოტორსისთვის“  მომსახურების გაწევის პროცესში შესაძლოა მოხდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისათვის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება ან/და მათთვის წვდომის უფლების მინიჭება (მაგალითად, ვებგვერდის განახლების ტექნიკური სამუშაოების შესრულების ფარგლებში). ასეთ შემთხვევაში, მონაცემების გამჟღავნება/მათზე წვდომის უფლების მინიჭება მოხდება მხოლოდ კომპანიასა და შესაბამის უფლებამოსილ პირს შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირის ვალდებულება - მონაცემები დაამუშაოს მხოლოდ შპს „ჯი-თი მოტორსის“  მიერ განსაზღვრული მიზნებით და კანონით დადგენილი პრინციპებისა და წესების დაცვით.

ვებგვერდის მომხმარებლის უფლებები

ვებგვერდის მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს და უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:

  • ა) მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები;ბ) იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება; გ) მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ; დ) მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ; ე) მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;

  • მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ;

  • გამოიხმოს თანხმობა - განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი);

ვებგვერდის მომხმარებლის უფლებების შეზღუდვა

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვებგვერდის მომხმარებლის ზემოაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;

  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;

  • დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

  • ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;

  • მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;

  • მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;

  • სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;

  • სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

ვებგვერდის მომხმარებლის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად.

ვებგვერდით მოწოდებული პერსონალური მონაცემების წაშლისათვის, გთხოვთ, მოგვწეროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ელ. ფოსტაზე: info@gtmotors.ge 

პოლიტიკის განახლება და დამატებითი ინფორმაცია

პოლიტიკის ეს დოკუმენტი ექვემდებარება საჭიროებისამებრ განახლებას.

bottom of page